წესები Crack.Ge-ზე !!! წაიკითხეთ ყურადღებით, სანახავად დააკლიკეთ აქ -->>>
1. – საიტზე აკრძალულია ნებისმიერი უცენზურო სიტყვების გამოყენება! გინება იქნება ეს თუ სხვა რამ. თუ ასეთი რამ დაფიქსირდა, ამ წევრის მიმართ იქნება მიღებული მკაცრი ზომები! გაფრთხილების გარეშე, WARN 40% და BAN 1 დღით და თუ ეს კიდევ განმეორდება, WARN 90% და BAN 3 დღით, ხოლო თუ წევრი არ იშლის თავისას მაშინ ის წაიშლება საერთოდ და შესაძლებელია IP დაიბლოკოს!!! 2. – აკრძალულია თხოვნების (Requests) გამოქვეყნება სხვა ფორუმებში!!! ამისათვის არსებობს ფორუმი თხოვნები/Requests!!! 3. – აკრძალულია Flood-ერობა! ანუ რამოდენიმე პოსტის გაკეთება ზედიზედ, როცა ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეიძლება! კარგად დაფიქრდით სანამ რამეს დაპოსტავთ, ან თუ უკვე დაპოსტეთ შეასწორეთ უკვე დაპოსტილი "Edit" ღილაკის გამოყენებით!!! ამისათვის WARN 30%!!! 4. – დააფასეთ იმათი შრომა ვინც აქტიურობს, და თუ გექნებათ გარკვეული პრეტენზია დადებულ ფაილთან, მიმართეთ იმ ფორუმის მოდერატორს, აკრძალულია ესეთი გამოთქმების დაპოსტვა: ფუუ ეს რა საზიზღრობაა, სად იპოვე ეს იდიოტობა დ ასე შემდეგ!!! ამისათვის WARN 20%. 5. – ყოველგვარი დახმარების მისაღებად დაპოსტეთ ფორუმში HELP!!! აკრძალულია დახმარების მოთხოვნა სხვა ფორუმებში!!! ან მიმართეთ მას ვინც დადო ფაილი, ამისათვის არსებობს PM!!! 6. – წევრი რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას საიტის განვითარებაში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, ავტომატურად იქნება წაშლილი სისტემის მიერ!!! 7. – აუცილებლად გაასუფთავეთ Personal Message-ები, იმიტომ რომ ყველა წევრს აქვს PM-ის შეზღუდული რაოდენობა ანუ სულ 10 (შემომავალ/გაგზავნილი) და არ შემოგივათ არანაირი PM. 8. – დაუშვებელია Personal Message-ების მიწერა SysOp-ისათვის და Administrator-ისათვის!!! განსაკუთრებული და ავარიული სიტუაციების გარდა!!! ამისათვის არსებობენ Moderator-ები!!! 9. – ყურადღება მიაქციეთ მკვდარ ბმულებს ან დაზიანებულ ფაილებს, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში: დააჭირეთ ღილაკს >> REPORT << ჩაწერეთ თუ რას უჩივით იმ კონკრეტულ ფაილზე. ასევე დაუყონებლივ მიმართეთ იმ ფორუმის მოდერატორს, რომელზეც აღმოაჩინეთ ასეთი ბმული!!! ფორუმის მოდერატორი კი აწერია ყველა ფორუმს (Forum Led by). 10. – ფაილის დადებისას არავითარ შემთხვევაში არ ჩანდეს ბმული, გამოიყენთ ფაილის დადების ღილაკი, ანუ ღილაკი რომელსაც ახატია გლობუსი. იქ ჩაწერეთ ბმული და დააჭირეთ >> OK << ღილაკს. შემდეგ კი ისევ >> OK << !!! Shoutbox Rules Shoutbox-ში აკრძალულია ნებისმიერი საიტის მისამართის რეკლამირება! Shoutbox-ში აკრძალულია უცენზურო სიტყვების გამოყენება! Shoutbox-ში აკრძალულია Flood-ერობა! Shoutbox-ში აკრძალულია BB-კოდების და Caps Lock-ის გამოყენება! Shoutbox-ში აკრძალულია ერთ წინადადებაში 2-ზე მეტი სმაილიკის გამოყენება! Shoutbox-ში აკრძალულია სამზე მეტი პოსტის ზედიზედ გაკეთება Shoutbox-ში აკრძალულია მხოლოდ სმაილის დაპოსტვა! Shoutbox-ში აკრძალულია სიტყვების გაწელვა! (სამ სიმბოლოზე მეტის გამოყენება ზედიზედ ითვლება სიტყვების გაწელვად) Shoutbox-ის ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვებაში 3 დღე Shoutbox Disable !!!ეს წესები მიმართულია იმისაკენ, რომ საიტზე მყოფმა წევრებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და ესიამოვნოთ აქ ყოფნა!!! პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია!
წესების დამატება ! მოგესალმებით . საიტი ხელმძღვანელობს რა საქართველოში მოქმედი "რეგლამენტით" და ასევე საიტის წესებით გატყობინებთ : 1. საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია საიტზე განთავსებული კონტენტის რეგულირებაზე რათა ის არ შეიცავდეს მომხმარებელთა კომპიუტერის დამაზიანებელ, ცილისმწამებლურ, ძალადობის გამომხატველ და მავნე ინფორმაციას.
QUOTE
ამონარიდი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებიდან მუხლი102 . ინტერნეტ-გვერდის მფლობელი (9.11.2007 N7) ინტერნეტ-გვერდის მფლობელი: ა) საკუთარ ინტერნეტ-გვერდზე ან ბმულის სახით განათავსებს ინფორმაციას მომხმარებლის სხვადასხვა კომპიუტერული ვირუსებისგან, თაღლითური პროგრამების ან სხვა მავნე პროდუქციისაგან დაცვის მიზნით; ბ) მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას იმ მეთოდების, ვირუსების ბლოკირების პროგრამების ან/და სხვა საშუალებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი თავიდან აიცილებს კომპიუტერის დაზიანება/დაინფიცირებას ან მის მახსოვრობაში უკანონო შეჭრას; გ) ინტერნეტ-გვერდზე განთვავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოფხვრელად; დ) ინტერნეტ-გვერდზე, სადაც განთავსებულია თამაშის ბმული განათავსოს ინფორმაცია აღნიშნული თამაშის წესების, მისი შინაარსისა და შემცველობის თაობაზე.“. მუხლი103 . ინტერნეტ-დომენი (9.11.2007 N7) 1. ინტერნეტ-გვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტ-გვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს. 2. ინტერნეტ-დომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ-გვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ-გვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად: ა) გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის; ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტ-გვერდის დაბლოკვა.“
2. იმის გათვალისწინებით რომ Crack.Ge არის ფორუმი, სადაც ყოველ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს ბმული (ან ბმულები) და ამ სახით გაუზიაროს სხვას თავისი ინფორმაცია (
რომელიც შეესაბამება 1 პუნქტს ), საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე სხვა მომხმარებელთა მიერ განთავსებულ კონტენტზე (
იგულისხმებიან რიგითი წევრები ).
3. საიტზე განთავსებულ კონტენტში საიტი ითვლება პასუხისმგებლად თუ
ა) ფაილი განთავსებულია ადმინისტრაციის რომელიმე წევრის მიერ (
სტატუსები ჩამოთვლილია საიტის ქვემო განყოფილებაში და ადმინისტრაციაში იგულისხმებიან News Maker და მის ზემოთ მდგომი სტატუსები )
ბ) ასევე ადმინისტრაცია პასუხისმგებელია საკუთარ სერვერზე განთავსებულ პროდუქციაზე.
(
საკუთარ სერვერზე განთავსებულ ინფორმაციად ითვლება თუ ფაილის ბმული არის ატვირთული FTP სერვერზე და ბმულის მისამართი იწყება ftp://crack.ge/ თი )
4. საიტი არ ეწევა რომელიმე ფაილის პროპაგანდას, მის სესიებად დაგზავნას (E-mail_ზე) ან სხვა სახით რეკლამირებას. საიტი არის საჯარო და მასზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
5. ფაილ გაცვლით სერვერებზე (
როგორებიცაა : rapidshare.de(com); megaupload.com; bin.ge; files.ge და ა.შ. ) ატვირთული ფაილი არ ითვლება საიტის რელიზად, არ შედის საიტის ადმინისტრაციის საკონტროლებელ ფაილთა სიაში თუ ის არ შეიცავს სპამს (
საიტის წესების შესაბამისად სპამი იშლება ).
6. საიტზე შესაძლოა განთავსებული იქნას მასალა რომელიც აკრძალულია 18 წლამდე მოზარდთათვის, ყოველ ასეთ ფაილს მითითებული აქვს ცენზი
18+ და ჩვენი თხოვნა იქნება მოზარდებმა დაიცვათ კანონი.
თუ თქვენ არ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პუნქტებს გთხოვთ დაუყოვნებლივ დატოვოთ საიტი. ან გადახვიდეთ ->
ამ ბმულზე <-